გლოვა ფოთოლთა


მესმის გოდება,ფოთოლთა გლოვა,
დღეს მონატრებაც შენი ფერია,
ვიცი ზამთარიც უშენოდ მოვა,
მჯერა ქარებიც შენთვის მღერიან.

სულში შობილი აჩრდილის ლანდი,
სიზმრებად ჩნდება ღამის ოცნება,
მახსოვს სიზმარშიც ანგელოზს ჰგავდი,
და მეც ვირწმუნე მოხლოდ ეს ცნება,

მჯერა შექსპირის,ლეგენდად ქმნილის,
და ბეთჰოვენის სონატა მთვარის,
მჯერა ამ ღამის,სულთ მოგზავნილის,
სულშიც სიცივე შენს გამო არის.

მე შემოდგომა გამჭორავს ვიცი,
რადგან გრძნობები გამხელილია,
არ დაიჯერო არც ერთი ფიცი,
ნურც ის იფიქრო, რომ ვარ ილია

ვერ გეტყვი მაინც ბოლომდე სათქმელს
სიტყვა არ მყოფნის მე მილიონი,
ალბათ ჯობია მოვუყვე სასმელს,
მაგრამ არა ვარ გალაქტიონი.

ეს აღსარებაც ქარმა წაიღოს,
და დავიწყებას მიეცეს გრძნობა,
იუდამ ისევ ქრთამი აიღოს,
კვლავ დაიკარგოს ჩვენ შორის ნდობა.

რადგან ეს არის დღეს სიყვარული,
რომ სიტყვა ჩვენი,ნულის ტოლია,
ან უნდა იყოს გრძნობა ფარული,
ანდა იფრინოს როგორც თოლიამ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი