დრო სიყვარულისა


ნაცრისფერ დღეთა გასულა ჟამი, 
თუმცა გზა შენსკენ,ისევ დიდია, 
ვიცი სულ მალე დადგება წამი, 
ეს მონატრების გენოციდია. 

მზისფერ სხივებში დაკარგულ ღამეს, 
ვერ დააბრუნებს ვერცერთი დარდი, 
ვიცი გრძნობებზე შენც მეტყვი რამეს, 
თავდავიწყებით რომ შეგიყვარდი. 

მეტყვი:სიჩუმეს ვეღარ ვუძლებდი, 
დღეს ჩემში მოკვდა ის ჯადოქარი, 
ერთდროს ოცნების კოშკებს მიგებდი
დღეს მაგ სასახლის შევაღე კარი.

გიკვირს რატომ გაქვს გული გამთბარი? 
გაზაფხული ხომ კიდევ შორია, 
ვერ გააციებს ცივი ზამთარი, 
თუ მართლა გიყვარს ასე მგონია, 

და ამ ფიქრებით შენსკენ მომავალს
რომ დავიღლები ხომ არ გგონია? 
ამ სიყვარულის ირწმუნე მხოლოდ, 
სხვა ყველაფერი მონაგონია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი