კვლავ, შემოდგომა


კვლავ ეს უჩვეულო ფოთოლცვენა,
ფიქრებს აყოლილი მისი ხმები, 
ისევ დამრჩენია  შენში რწმენა, 
ისევ შენ გეძღვნება ეს რითმები. 

უკვე არ მადარდებს, მე სიცივე, 
შენსკენ მოელვარე ის წუთები, 
ვხვდები, ღალატია ეს იგივე, 
და შენც უჩვეულოდ იბუტები.

ვიცი რომ გაშინებს ეს ზამთარი, 
როგორც ქარიშხალი შუაღამით, 
გრძნობებს ვერ ერევა ეს ავდარი, 
იქნებ მომელანდო ერთი წამით, 

ჩემთვის, სხვა ფერია სილამაზე, 
უცხოდ შემოსილი, რომ არ ვიცი, 
შოთაც ვერ იტყოდა მეტს ამაზე, 
და ვერ დახატავდა ვერც "და ვინჩი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი