აღსარება
დრო მოვიდა, მოვისმინო ბოდვები, ვიცი თქვენთვის რომ არ არის ადვილი, ჯობია რომ, ვაღიაროთ ცოდვები, ჯოჯოხეთში აღარ არის ადგილი. ღიმილისთვის არ გჭირდება ხალისი, რადგან არის უჩვეულოდ სიცრუე, მომენატრა უსაშველოდ მაისი, არ მჭირდება შემოდგომის სიჩუმე. სიყვარულიც მომენატრა ნამდვილი, თორემ ყალბი,მოკითხვებიც მეყოფა, მე ვერ დამღლის უსაშველო მანძილი, თვალებს შენსას, მოლოდინი ეტყობა. არც სიტყვები აღარ არის საჭირო, როცა ჩემი უთქმელობა არ გესმის, შეგიძლია ყველაფერი გაწირო! თუ საერთოდ არაფერი არ გეთქმის. გესმის ალბათ, მელოდიაც სრულდება გაისმება, საბოლოო ნოტებიც ბოლოს მაინც, ყველაფერი ხუნდება ალბათ... ვან გოგის, ნატურმორტებიც. ხედავ აქ არის, კვლავაც უცვლელი, ჩემი რითმებით სავსე მოლბერტი, და უჩვეულოდ, ისევ სულელი, ისევ გრძნობების მარიონეტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი