გაზაფხული


მარტის ხასიათი,შენში ცვალებადი,
სითბო გაზაფხულის,ლექსად მიჩუქნია.
ჩემი სიყვარული,შენთვის უჩვეულო,
შენდა უნებურად, ჩემში შეგიქმნია,

ალვის ტოტებს არხევს, სიო უნებურად,
და მეც  ჩამჩურჩულებს,ბგერებს მონატრებულს,
 იებს კვლავ გაჩუქებ, ისევ ჩემებურად,
გრძნობებს გაგიცოცხლებ,გულში მიტოვებულს.

როცა აყვავდება მარტის ყვავილები,
ყველას შენ გაჩუქებ,ბოლო კვირტებამდე,
შენთვის ამოსული,მინდვრის გვირილები,
წუთებს ვეღარ ვითვლი,შენთან შეხვედრამდე.

ისევ მენატება,შენი გაღიმება,
როგორც იასამანს,წვიმა უეცარი,
და შენც გამახარებ, როგორც გაწვიმება,
ვარდებს მაისისა,სითბო უებარი.

ალბათ გაზაფხული,შენთვის ყვავილია,
ჩემთვის უსასრულო გრძნობის შემოსევა,
ალბათ სიყვარული შენთვის ადვილია,
ჩემთვის უეცარი,გულის შემოტევა.

მერცხლებს ველოდები,ჩვენთან შემოფრენილს,
და შენს გაღიმებას,ლექსის წაკითხვისას,
როგორც ლურჯ კესანებს,ირგვლივ მიმოფენილს,
კვლავაც დავიბნევი,შენი დანახვისას,

იმედს არ ვიტოვებ,ჩემში უმნიშვნელოს,
და არც სურვილი გაქვს,ჩემი დახმარების,
აღარც ფიქრები მაქვს,გრძნობებს რომ უშველოს,
თუმცა მოტივი მაქვს შენი გახარების.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი