გრძნობის ხელქვეითი


გრძნობის ხელქვეითი მხოლოდ, 
კვლავაც იმედებით სავსეს, 
თუმცა ჭეშმარიტი ისევ
ფიქრი ოცნებებით მავსებს.

ამდენ სიცრუეში, კენტად, 
ნეტავ შეგხვედროდი ადრე, 
და ჩემს ოცნებებთან ერთად, 
როგორც ბავშვობაში სადმე, 

შენკი ეტალონი თითქოს, 
როგორც სილამაზის ღმერთი, 
ჩემში, რუსთაველი ფიქრობს, 
და შენც თამარივით ერთი, 

ჩემში სიმართლე რომ ყვავის, 
კოშკებს გრძობით რომ ვაშენებ, 
შენკი  ერთადერთ ყვავილს, 
ამ გაზაფხულს რომ ამშვენებ, 

კვირტებს მაგონებ აპრილის, 
მაისის ატმის ტოტებს, 
რითმებს ლეგენდად ვაქცევ, 
როგორც მოცარტი ნოტებს, 

თუმცა ჭეშმარიტი მხოლოდ, 
ფიქრი ოცნებებით მავსებს, 
გრძნობის ხელქვეითი ისევ, 
კვლავაც იმედებით სავსეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი