გარეშე


სანამ სიცოცხლის მეძლევა ნება, 
მინდა რომ ვწერო, შენთვის სტროფები, 
მარადისობის არ მინდა ძებნა, 
თუ შენ ჩემს გვერდით არ იმყოფები. 

არცერთი წუთის დაკარგვა არ ღირს, 
წარსულის დარდში გადის დროება, 
ლექსის წერა კი არასდროს დამღლის, 
არც შენზე ფიქრში განმარტოება. 

ერთ დღესაც ვიცი მოვიკრებ ძალას, 
სანამ დაშრება ჩემში გრძნობები, 
არ გავაჩერებ ფურცელზე კალამს, 
Არ დამელევა შენთვის სტროფები. 

Კიდევ რამდენ გზას გავივლი ნეტავ, 
Გათენებიდან დაღამებამდე, 
Ტაძრებში ლოცვით სიარულს ვბედავ, 
Სვეტიცხოვლიდან ალავერდამდე.

Იქ კი როდესაც დავრჩები მარტო, 
Დორიან გრეის პორტრეტის მსგავსად, 
Ღიმილის გარდა მხოლდ ერთს ვნატრობ, 
Გიყურო შენ და წავიდე არსად. 

Თუნდაც ცოტახნით ვიყო უკვდავი, 
Რომ დავასრულო შენი აღწერა, 
Თუნდაც ცოტახნით, მინდა შემეძლოს
Ყველა ოცნების შენთვის ახდენა. 

Და ბოლოს, მშვიდად რომ გავუყვები, 
Დაღამებიდან გათენებამდე, 
Ტაძრიდან ტაძარს, ლოცვით გავივლი, 
Სვეტიცხოვლიდან ალავერდამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი