Ისევ ჩამოვჯექი
Ისევ ჩამოვჯექი საწერად და, Ვცდილობ გავხსენო ყველაფერი, Ჩემში ყველა ის დღე გაფერადდა, Წერას ვერ მიშლიდა ვერაფერი. Რამდენ ნოემბერს მივანდე ბედი, Მაგრამ ვერცერთმა ვერ დამასველა, Რამდენ უაზრო წერილებს გწერდი, Სანამ პასუხმა არ გამაჩერა. Ცოდვები მახსოვს მუდამ დამქონდა, Და შეცდომები ცოდვებზე ბევრი, Ოქტომბრის წვიმებს აზრი არ ჰქონდა, Თუ ჩემს სიჩუმეს არ დაარღვევდი. Ყველაზე მეტად მიყვარდა ქუჩა, Ქუჩა რომელზეც არ იყო "ზნაკი" Და ვერაფერი ვერ მაჩერებდა, Ნახვა მინდოდა მე შენი რაკი, Სიგიჟეს ზღვარი რომ არა ჰქონდა, Და არ მაფიქრებდა მე განაჩენი, Ფოთლებს წერილები მოჰქონდა და, Სხვა არ მაღელვებდა დანარჩენი. Ვერასდროს ვერავინ ვერ მეტყვის ვინ ვარ, Რამდენი სიგიჟე მინახავს რავიცი, Ვერასდროს ვერ გეტყვი შენ ჩემთვის ვინა ხარ, Ან როგორ გადმოგცე ისიც კი არ ვიცი. Და თუ ოდესმე ფრთები მომეცა, Უდავოდ ვიცი შორს გავფრინდები, Მაგრამ უაზრო ლექსებით დაღლილს, Ვიცი რომ მაინც შენ მომინდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი