მარტი
თავზე დაყრილი სტრიქონებია, უმისამართოდ ვაგზავნი, როცა, იქ ყოფნა ხშირად მომდომებია, მისმა თვალებმა, რომ გამაოცა. აშლილ ხასიათს, მივაწერ რამდენს, ყველა ცოდვაში ბრალია მათი, შენი მოსვლა რომ წვიმისას გავდეს, მეც მეყვარება მხოლოდ ეს მარტი. მხოლოდ ნაწვიმარ ქუჩებში ღირდა სეირნობა და ჯდომა ლოთივით, იქნებ მიამბო,რაც გულით გინდა, და ვიცხოვრებდი მე ამ მოტივით. უყვარდა მასაც ფიქრებთან ყოფნა დარჩენაც მხოლოდ შეეძლო მასთან მაგრამ სიჩუმე როდიდან ჯობდა მომენატრები, ამ სიტყვის თქმასთან. ნანახი ჯობდა ჩემთვის გაგონილს, ლექსად ნათქვამი მიყვარდა გრძნობაც, კარებს შეაღებს ბოლო ვაგონის, და აზრს დაკარგავს მათშორის ნდობაც. ამდენ ნახატში გიპოვნე მარტო და გაზაფხულის ფერებში გხატავ მხატვარი მიყვარს, არ ვიცი რატომ, რადგან პოეტებს მე თვითონ ვბაძავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
კაი იყო შენი ლექსია? წარმატებები
კი რათქმაუნდა, მადლობა დიდიი.