ჩემი გაზაფხული
თუ კი აყვავილდნენ გვირილები, გარეთ, ფერთა გამის თამაშია, შენგან უპასუხო წერილები, ჩემთვის უეცარი შამათია... ენებს ვერ ავყვები ამ ქარების, მარტმაც მოიშორა მსახურები, იცი? მსგავსი არის მაგ თვალების, როცა ყვავილობენ საკურები... კვირტებს შემოისხავს ალუბალი, ბაღშიც, სააპრილო სპექტაკლია, ჩემი დარბაზები გაუვალი, შენი პორტრეტების, ვერსალია. ლამაზ სიმფონიებს ვემონები, ჰანგებს რომ აკვნესებს, ვივალდია, შენგან, მხოლოდ ღიმილს ველოდები, მე სხვა, არაფერი მინატრია.. ამინდს არ ვუჩივი, ისევ ძველებურად, მხოლოდ ლექსის წერა, შენთვის მაბარია, რითმებს მოვიზიდავ, ისევ ჩემებურად, და თუ შემიყვარდი,შენი რა ბრალია?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი