აჭარელი ვარ, ქართველი


აჭარელი ვარ,  ქართველი,                                                                                                დედის  ძუძუთი  გაზრდილი.                                                                                                     სტუმარს ღვთის კაცად მივიჩნევ,                                                                              და-ძმობა ვიცი  ნამდვილი.

მოყვარეს მოყვრულად ვხდები,                                                                                     მტერთან არ მწადის ლაჩრობა.                                                                                                       ზურგზე არასდროს ვეცემი,                                                                                                      არც პირქვე მიყვარს ჩამხობა.

კაცობის ქუდი მახურავს,
სინდის-ნამუსით შემკული.                                                                                              ვიჩოქებ, მხოლოდ ღმერთის წინ,                                                                          ვლოცულობ უფლის მორჩილი.

გზაზე  „ბაირაღად“ დამყვება.                                                                                   უმწიკლო დედის მანდილი.                                                                                    სუფთა წარსულით მოვდივარ,                                                                              ძლიერი, წელგამართული.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი