შვილის სათხოვარი
მინდა გათენდეს მალე, გავიქცე მუხის ტყეში. იები დაგიკრიფო, ჩაგიწნა დედი თმებში. მუხლებთან დაგიჩოქო, აყვანა გთხოვო ხელში. პატარა, როგორც მაშინ, ისე ჩამიკრა მკერდში. შენს თბილ ხელებში მინდა, დაღლილს, რომ ჩამეძინოს. მიყვარხარ, ჩემო შვილო, ამ ხმაზე გამეღვიძოს. გხედავდე სასთუმალთან, ლანგარით ხელში მდგარი. საჭმელს მაჭმევდე პეშვით, გშვენოდეს თმის დალალი. მინდა ყოველთვის იყო, უბერებელი ქალი. დედა ცხოვრების ბურჯი და უკვდავება არის. არასდროს იყო დარდით, შავებში შემოსილი. იმრავლოს შენი მოდგმა, გიცოცხლოს ქმარი, შვილი. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი