ჩემო ხულო


პალეოლითის ხანიდან,
ქმნი ისტორიას მთის მკერდში.
არსიანის ქედს შეჰყურებ,
ბულულას სერის კალთებში.

საქართველოში პირველმა,
უფლის ერთობა ადიდე.
დიდაჭარაში ილოცე,
სული რწმენით გაიმდიდრე.

მიუვალ კლდეზე სიმტკიცის,
ხიხანის ციხე აღმართე.
სამშობლოს გმირი შვილები,
ბრძოლის ყიჟინში აღზარდე.

აბუსერისძე ტბელიც ხომ,
შენი სწავლული შვილია.
სხვა მეცნიერიც ბევრი გყავს,
უბეში გამოზრდილია.

გამოვლილი გაქვს ოსმალთა,
სამასწლოვანი უღელი.
არ შედრკი, მედგრად იდექი,
გაუტეხელი მთიელი.

ფოთლოვან-წიწვოვანი ტყე,
გარს გაკრავს ოქროს ქამარად.
კლდეებზე ჩანჩქერთ ხმაური,
გამშვენებს მთა - ბარიანად.

გოდერძის უღელტეხილი,
თავზე გვირგვინად გადგია.
დაცურავ ნისლის ტალღებში,
ნავარდობ ხმოვან ქარშია.

მწვანე ტბა გულის სიღრმეში,
მსაზრდოებელი სისხლია.
შენს სულში ურყევად ბუდობს,
ღვთის დიდი სიყვარულია.


„შუამთობაზე“ ბარელებს,
მასპინძლობ გულ - ხელგაშლილი.
სახლის კაცსს კერას გიმტკიცებს,
დედის უმწიკლო მანდილი.

ხულო, ცოცხალი შენი ვარ,
ნეშტიც შენს გულს მიბარდება.
იხარე, ჩემო მშობელო,
სამარადჟამოდ დიდება!

	მიხეილ  ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი