ცხოვრების ანი-ბანა
„ ბედი ხნავს და ბედი სთესავს, ბედი მოიყვანს ყანასა”. ანდაზა ბოლომდე აღწერს, ცხოვრების ანი-ბანასა. ბევრს ოქროს ტახტი შეხვდება, საჯილდოდ მამა-პაპასგან. ზოგს კი - საფლავიც არ რჩება, მოსაგონებლად ყრმასაგან. ბრძენ -კაცის სიტყვის სალარო, ხალხისთვის სამსახურია. კოშკები, თვალ - მარგალიტი, თავისთვის არაფერია. უნიჭოს დოვლათი არის, მოძრავ-უძრავი ქონება. ახარებს, აბედნიერებს გარშემო მყოფთა მონობა. უბრალო ხალხის ცხოვრება, დინების თანამგზავრია. მისი ამქვეყნად ადგილი, მხოლოდ სახელი-გვარია. რას იზამ, ადამიანი ღმერთს ასე გაუჩენია. მახსოვს, ვაჟამაც გვაუწყა, ბუნება მბრძანებელია. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი