წალკა


საქართველოს მშვენება ხარ მთების  გულში,
მართალ  გზაზე მიმდევარი და მორჩილი.
გლეხის ოფლი გიდუღს უბოროტო სულში,
გასულდგმულებს ჰაერი  ღვთის დალოცვილი.

კანიონებს ალამაზებს წყლის ჩხრიალი,
ტყის ბილიკებს თქორი ნისლში ჩამალული.
მწვანე მინდვრებს ნაკადულების წკრიალი
და გორაკებს  თოვლი  თეთრად  დაფარული.

ღელეები და თოვლის წყლის ნაღვარევი,
„ქციას“ გულში ნაპირ-ნაპირ ჩაიღვრება.
წყალსაცავი - ხელოვნური წყალსატევი,
ამ რესურსით საზრდოობს და იკვებება.

პონტოს ბერძნებს, სომხებსა და მშვიდ აზერებს,
სიცოცხლის ხე შენს წიაღში დაურგიათ.
სადღეგრძელოში აფრქვევენ ნათელ აზრებს,
საძმოს ძალა ქართულ სულში ჩაურგიათ.

ერთგულება და სამშობლოს სიყვარული,
აქ მცხოვრებთა წმინდა სისხლის  დუღილია.
წალკელების წალკელობით  სიხარული,
სამკვიდროში  გრიალი და გუგუნია.

დაილოცოს წალკის მიწა მადლცხებული,
გლეხი კაცის მოყვანილი ჭირნახული.
დედის  ფასი - შვილის გონში ჩანთებული,
კაცის სიტყვა - ოჯახში შემონახული. 

 მიხეილ  ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი