ხულო ჩემი სიცოცხლეა


ხულო  ჩემი  სიცოცხლეა,
ჩაუქრობელი  ღადარი.
ღვთის  სიყვარულში პირველი
გზად  ანთებული  ლამპარი.

საქართველოს  წმინდა სულში
მზე სხივებად  ჩაფენილი.
ძმობის  ძალა  დედის  რძეში
უკვდავებად   ჩანერგილი.


გოდერძის  უღელტეხილზე
ნისლს  გავაპობ  გულშიშველი.
ნამიანზე  ჭანჭახის  მთებს
გადავივლი  ფეხშიშველი.

მწვანე  ტბაზე  გულიანად
გავცურავ,  არ  დავიღლები.
თხილვანაში  ცხენს  შემკაზმამ
ხიხანისკენ გავიჭრები.


ციხის   თავზე,  ქონგურიდან
თვალს  შევავლებ  არემარეს.  
დავუჩოქებ  მამა-პაპის,
მადლით მოსილ სალოცავებს.

ცივწყაროზე  გავშლი  სუფრას
გვერდს  მოვისვამ  საძმაკაცოს.
დავლევ  კაცის  სადღეგრძელოს,
ვინც  კაცობის  ფასად  ფასობს.


ბუნების  მადლი  გამშვენებს,  
გამორჩეულო  მთის  გულო.
ღმერთმა  კერა  გიდღეგრძელოს,  
მშობლიურო   ჩემო  ხულო.

დაილოცოს  ყოვლისმთქმელი    
სიტყვის  ძალა  -  ჩვენებური.        
ილეთებით დახუნძლული,  
ბაბუს  ცეკვა  - ქოჩეგური.
                                                                                             
 მიხეილ  ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი