გაზაფხული


ზამთარს დაეკარგა ძალა,
ყინვამ განუტევა სული.
მზემ სხივები გადმოფინა,
გათბა დედამიწის გული.

სიცოცხლის მშვენიერებით
გაბრწყინდა ტყის ფერდობები.
წყლის ნაკადებით გაივსო
ღრმად ჩაჭრილი  ხეობები.

სიყვარულზე აჩურჩულდნენ,
ნისლში ჩაქარგული მთები.
გულს უკოცნის კანიონებს
მოგრუხუნე ჩანჩქერები.

ბანზე ჭიკჭიკებს მერცხალი,
საამოდ გალობს ნარჩიტა. 
იამ მინდორი მოქარგა, 
მოწიწებით და კრძალვითა.

უფლის მადლით არემარეს,
მოეფინა თეთრი ჭორფლი.
აღიღინდა გლეხი კაცი,
ხნულებს ასდის თბილი ორთქლი.

ამაღლებული განწყობა
სუფევს ყველგან, მთად და ბარად.
გაზაფხულმა გვიწყალობა,
მიწიერთა  გასახარად.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი