აუხსნელად და სამარადჟამოდ!


წვიმის წვეთებს შენს სახლის წინ ჩამოვყვები,
ვარდის ბუჩქზე ეულად დავიდებ ბინას.
ღამით სარკმელს ვუდარაჯებ ცრემლნადენი,
ალიონზე მოგილოცავ მზიან დილას.

თვალს შევავლებ შენს გაშლილ თმებს, განივ მზერას,
მზის სხივებზე ათასფერად გავბრწყინდები.
მოხიბლული ვარდს დაყნოსავ უნებურად
და მე ჩუმად შენს ბაგეებს დავაკვდები.

განმშორდები? ფენიქსივით კვლავ აღვსდგები,
თქეშად მოვალ, ეზო-კარში დავიღვრები.
შეგიტყუებ, რომ აივნიდან მიყურო,
დაგასველებ, შენს უბეში ჩავიღვრები.

და თავხედი, უბეში დაბუდებული,
უკვდავების გრძნობით გულში ჩავიცლები.
მერე ერთად, ვით ერთსულნი ორ სხეულში,
ვაგიზგიზოთ სიყვარულის ნაღვერდლები.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი