მე ასე მირჩევნია
დამადლებულ ძმობასა და სიყვარულს, მტრის ზიზღიანი მზერა მირჩევნია. წაძახებულ, დაყვედრებულ სიკეთეს, მათხოვრის ბედი მერგოს, მირჩევნია. უგემოვნო, ხალის მოკლებულ ქეიფს, გალიაში შიმშილი მირჩევნია. დაუმსახურებელ ძღვენს და დიდებას, სიღატაკეში ყოფნა მირჩევნია. ტყუილზე აგებულ ბედნიერებას, მტკივნეული სიმართლე მირჩევნია. მეფის გვირგვინს, მოოქროვილ სავარძელს, სუფთა კაცის სახელი მირჩევნია. ვიზუალურ, მომხიბლავ სილამაზეს, უხილავი სიმდიდრე მირჩევნია. ყალბი კაცის ლოცვით სავსე თეზისებს, ბავშვის უმანკო ცრემლი მირჩევნია. ვინმეს წინაშე ლაჩრულ მუხლის მოყრას, ვაჟკაცური სიკვდილი მირჩევნია. საზღვარგარეთ სამოთხეში ცხოვრებას, სამშობლოში მონობა მირჩევნია. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი