ვიაროთ უფლის გზაზე


დავდუმდი, ვეღარ ამოვთქვი 
სათქმელი, გულს დაგროვილი.
სულს მოხვეული დარდებით,
დავდივარ ჯანგამოცლილი.

ვერ გაიგებ ერი-ბერი,
ვინ ვის მსახურებაშია.
ბრიყვი დოლარს აპროცენტებს,
ბრძენი - თავშესაფარშია.

ქუჩაში უძლურს წიხლს კრავენ,
არავინ ისმენს სათხოვარს.
ვიღაც რაღაცას პატრონობს
და წილში უზის მათხოვარს.

ქალი-ქალზე თხოვდება და 
კაცი-კაცზე ქორწინდება.
მამრად დაბადებულ მავანს,
ქალად უნდა პორტირება.

არ ვიცი დროში ჩავრჩი თუ
დრომ უნებურად მატარა.
ვერ ვხვდები ჩემი ადგილი,
სად უნდა იყოს, სად არა.

დავიჯერო? ასე წახდა
ქართველი, თუ მეჩვენება?
ნუთუ ღმერთმა გადაწყვიტა
ჩვენი ასე შეჩვენება?

ხალხო, დროა გონს მოვეგოთ
მოვინანიოთ ცოდვები.
უფლის გზაზე დავდგეთ ერთად
და აღვავლინოთ ლოცვები.

ვფიქრობ, რომ ივერთ მხარეში,
ეშმაკს არა აქვს ადგილი.
კაცს - კაცი უნდა ერქვას და 
ქალს - ამშვენებდეს მანდილი.

დაილოცოს საქართველო,
გულით და სულით ქართველნი.
ღვთისკურთხეულო ქვეყანავ,
გფარავდეს უფლის ნათელი.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი