ვერ გაგახარებ სიბერევ


რა დამავიწყებს ბავშვობას,
წავიდა ახალგაზრდობა.
სიმწიფის წლების ფაზაში,
სიბერე მიახლოვდება.

თოვლივით თეთრმა ჭაღარამ,
თმა, წვერ-ულვაში დაფარა.
აშკარად მჯობნის ოხერი,
დამადუმა და დამღალა.

სურს დაჩოქილსა მდუმარეს,
გამარჯვებულმა მიყუროს.
ზევიდან გადმომხედოს და 
იხარხაროს და იყვიროს.

ვერ გაგახარებ სიბერევ,
ბოლომდე არ ჩაგბარდები.
ვსულდგმულობ შვილიშვილებში,
ფეხზე ძლიერად დავდგები.

ძველებურადვე მოვილხენ,
სიმტკიცით კვლავ გაგაოცებ.
მუხლებზე, მხოლოდ ღმერთის წინ
დავიჩოქებ და ვილოცებ.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი