ვაი, ბედკრულო საქართველო, საით მიექანები!


ჩემო, ბედკრულო სამშობლო,
 საითკენ მიექანები! 
გარეთ მოყვრების ძებნაში, 
გაგიმრავლდა სახლში მტრები.

ფარსი გახდა სიყვარული,
 აირ - დაირია გზები.
საფლავებში ცრემლში ცურავს, 
წინაპართა წმინდა ძვლები.

დროა, აღვავლინოთ ლოცვა, 
აუწყოთ ერთმანეთს ხმები.
არას გვარგებს სხვის ქებაში, 
სალხინოში ვიყოთ ყმები.

გაიღვიძე, გონზე მოდი, 
გაფანტე ყველა ეჭვები.
მოგვწყინდა "დიდი ქვეყნების",
 ნაკარნახევი რჩევები.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი