დროში აცდენილი ქართველი ერი


წანწალით დავდივარ მარტოკა ეული,
ღონე მიხდილი და სულდამძიმებული.
ვხედავ, რომ სიმართლეს უჩრდილებს სიყალბე,
ნიღბების ბუმია, ფონს გადის სილაჩრე.

სოროდან გამოძვრნენ ჰიბრიდი ვირთხები,
კაცებმა ჩაიცვეს ქალების ნიფხვები.
დღეობენ, ხარობენ სიბილწის მთესველნი,
უფლის ვერ-მცნობელნი და ფარისეველნი.

ვაი, რომ ქართველი მასონთა დამკვეთებს,
უკოცნის საჯდომის ორივე ნაკვეთებს.
აქებს და ადიდებს ბნელეთის ქურუმებს,
სანთელით უნათებს იუდას ჯურღმულებს.

ნაღვლიანი  თვალებით ვუცქერ ამ ყოფას,
და ვამბობ: არყოფნა სჯობს ჩვენს ასეთ ყოფნას.
უუფლო წანწალით ვაგრძელებ კვლავ ჩემს გზას,
ერთადერთ ნუგეშად ვიტოვებ უფლის ხსნას.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი