არ დაიჩოქებს ქართველი


(ვუძღვნი ზური ჯაყელს და ყველა იმ ვაჟკაცს, ვინც გმირულად იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში)

ვინა სთქვა, საქართველოში
დაღამდა, მზე ჩაესვენა.
პატრიოტიზმი გულებში
მიიცვალა, განისვენა.

დედასამშობლოს დაცვაში,
ქართველს ვინ გაუტოლდება ?!
აკვნის ნარნარში ჩაესმის,
მისი ძალა და დიდება.

არ დაიჩოქებს ქართველი,
გორგასალ - დავითისანი.
ზურგს დედის ლოცვა უმაგრებს,
სიმტკიცეს მუხლი მგლისანი.

სამაჩაბლოს და აფხაზეთს,
ქართველი არასდროს დათმობს.
გესმოდეს მტერო, გონს მოდი,
გაქრი, გასცილდი ჩვენს სამყოფს.

იხარე, ჩემო სამშობლოვ!
წასულ ვაჟკაცებს სიწმინდე.
გმირო ქართველნო ღვთის მადლით,
იდღეგრძელე და იდიდე!
                                                                                 მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი