ანდერძი


შვილო, ჩემი მზე ამომავალი,
უკვე დაეშვა ციდან ფერდობზე.
სხივებს ვაგროვებ, რომ  მოგიფინო
მთებზე, გზებზე და სახლის  ერდოზე.

იცხოვრე სუფთა სინდის-ნამუსით,
კაცი იყავი ქვეყნად  საქები.
თუ დაეცემი, უნდა წამოდგე,
სატირულ ყოფას ნუ ჩაბარდები.

არ დაჩაგრო და არ დაეჩაგრო,
არასდროს გახდე სხვისი აჩრდილი.
ღვთის სიყვარულის გზაზე იარე,
სული მზით გქონდეს მუდამ ავსილი.

თავისუფლება არ ჩაიკეტო,
იყავი ლაღი და გულახდილი.
შეირგე აწმყო, განვლე სოფელი
კაცის იერით გზად ვალმოხდილი.

ჩემი სურვილი მინდა მიიღო
რჩევად მამისა, როგორც  ანდერძი. 
ლოცვა და მადლი თან გსდევდეს მარად,
სრულყოფილების მთავარი ღერძი.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი