ავადმყოფობა და განსაცდელი
მწუხარებისგან მძიმედ დამშვრალი, დავიარები ბედის ამარა. შორეთს მიპყრობილ გეგმებში ჩაფლულს, ზურგიდან თქორი შემომეპარა. თვალებს მისველებს ჩუმი ცრემლები და უბე-კალთას ქარწვიმა ჩქაფი. ვერაფერს შველის ტკივილიან სულს, ოჯახის სითბო და მარიფათი. ახლა დავრწმუნდი ონოვარ ქარებს, ვერ აღუდგება წინ ვერაფერი. სულს ამოგხდის და გაგანადგურებს, წაგშლის, წაგლეკავს ვით არაფერი. მინდა, რომ გაქრეს შავი ღრუბელი, მზემ დედამიწას გაუთბოს გული. სხვებმა იხარონ, ბოლო მე ვიყო სნეულებისგან გულდათუთქული. მიხეილ ჯაყელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი