არასოდეს


არასოდეს სხვას ზევიდან არ უყურო, არ დასცინო. 
არასოდეს შეგნებულად არავინ არ  დაამცირო.
არასოდეს სიძულვილი სიძულვილით არ დაძლიო,
არასოდეს სიყალბეში  ცხოვრების გზა არ გალიო.

არასოდეს არ დაკარგო მძლე სიყვარულის უნარი.
არასოდეს არ დასაჯო საკუთარი ბინადარი.
არასოდეს   შეუნივთო გულგამომპალს  შენი გული,
არასოდეს არ შეიქმნა მოღალატე და ორგული.

არასოდეს არ დაგძლიოს ბოროტებამ,  ბოღმამ, შურმა
არასოდეს არ იცხოვრო სხვისი ცოდვით უბედურმა.
არასოდეს შეიტანო ეჭვი მშობლის  სიყვარულში,
არასოდეს არ გაცვალო შვილი  საღმრთო სიხარულში.

არასოდეს დაემსგავსო მოტრაბახე ფარისეველს,
არასოდეს მოუსმინო სულწაწყმედილ ხალხის რჩევებს.
არასოდეს არ იბრძოლო სხვისი დამარცხებისათვის,
არასოდეს არ შეწყვიტო ბრძოლა გამარჯვებისათვის!

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი