მამა


მამა,  ამ ცხოვრების მასწავლებელია,
მამა,  თვალისჩინი და სიხარულია.
მამა,  აბჯარია,  ციხესიმაგრეა,
მამა,  თვალით აღქმული სიყვარულია.

მამა, სამყაროა, სიცოცხლის ფესვია,
მამა, სითბოა, მზეა, გულში გულია. 
მამა, საკუთარი თავის შეცნობაა,
მამა, უკვდავების მდიდარი სულია.
	
მიხეილ  ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი