მე მოვიგებ ამ ბრძოლას
ლაბირინთში აღვმოჩნდი, ჩახლართული გზებია, ვერ ვიპოვე ცენტრისკენ გასასვლელი ბილიკი. ნერვული სისტემის აქტივობამ დამჯაბნა, მძაგს ლანდების ხარხარი და უხამსი ქილიკი. მზემ ღრუბლებში შეცურა, მთვარეც აღარ ანათებს, შავად შეღებილი ცა თავზე ქუდად მახურავს. სიყვარულიც გაქრა და სევდით გული აივსო, ძაგძაგი მიტრიალებს სულში ჩამდგარ საწურავს. უძლურსა და გონმიხდილს ამერია გზა-კვალი, აკანკალებულ ფეხებს ვალასლასებ მიწაზე. მეშინია არ დავკარგო ამ ცხოვრების რწმენა, ჩუმად გულში ვლოცულობ, რაც ამქვეყნად ვიწამე. დღემდე ისე მივლია, მარცხს არ შევგუებივარ, შიშები ვერ გამოიწვევს ჩემში შოკს და ძრწოლას. ვიცი, მზე ისევ გამოვა, მთვარეც გაანათებს, გაუტეხლობის ფასად მე მოვიგებ ამ ბრძოლას. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი