მენატრება დედის ნანა...
(უპატრონოდ მიტოვებული ბავშვების სათქმელ-სადარდებელი) მიმატოვა დედამ, მამამ, პაწაწინა ცეროდენა. დარდით გული დამიბერდა, ცრემლი სისხლად დამედინა. *** სხვა გარემოში ვიზრდები, მწარე ხვედრი მერგო წილად. ნუთუ არ მთვლი, ჩემო დედი, შენს სისხლად და შენს ნაწილად. *** სხვის კალთაში, სხვის უბეში, ვერ ვისვენებ, ჩემო ნანა. უპატრონოს მეძახიან, არ მყავს დედა, არ მყავს მამა. *** ჩემი ტკივილი და ტანჯვა, აქ არავის არ "აშინებს". ასე მწარე, უბედური, დედიკო რად გამაჩინე. *** მუხლმოყრილი გევედრები, ერთხელ მაინც მინახულე, გულს ჩამიკარ, მომეფერე. სიყვარული გამიმხილე. *** უძველესი დედის ნანა, დამიმღერე, როგორც ჟღერდა. მოდი ჩემთან, გამახარე, გეხვეწები, ჩემო დედა. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი