მუდამ ასე არ იქნება


ვაი, რომ ადამიანში ღირსება შურმა შეცვალა, 
ბოღმა, სიცუდე, სიავე გულსა და სულს ჩაებუდა.
ამაღლებული  გრძნობები სიძულვილის ფესვში ჩალპა, 
უზენაესი ზნეობა უზნეობას ჩაეხუტა.

კაცური კაცის სახელი ჩალის ფასად აღარ ფასობს,
გეი კაბით დაკეკლუცობს აუდიტორიის თავში.
სიყალბეში ჩაიკარგა ულვაშის და ქუდის ძალა,
ქალი შრომობს, ოჯახს არჩენს, კაცი იჩხირავს ვენაში. 

პლატონური სიყვარული გარყვნილებაში განთესდა, 
ამღვრეული სითხე ჩადგა წმინდა ცრემლის საბუდარში.
ქურდი მორალისტად იქცა, მრუშობა-სპეციალობად,
ჟარგონული მეტყველება გამეფდა მასმედიაში.

სიშიშვლეზე დიდი ჭირი უმეცრებაა ტაძრებში,
წირვა - ლოცვას წინამძღვრობენ თვითმარქვია მღვდელ-მოლლები.
ხალხის ოფლში ბანაობენ მდიდარი ჩინოვნიკები, 
ავმუცელა, მსუნაგები, ხარბნი და ღორმუცელები.

წუთისოფლის გზა - სავალი მუდამ ასე არ იქნება, 
ყველას თავის გზას მიუჩენს,  მბრძანებელია ბუნება. 
მდიდარს შეჭამს შავი მიწა, გლეხს მზე სულში ჩაანათებს,
ბოროტებას დაამარცხებს ცხოვრების თავისუფლება.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი