რაც ადვილია, ძნელია
სიცრუის თქმა, ძალიან ადვილია, ტყუილში სიცოცხლეა სიმწრის მთქმელი. ცოდვის ჩადენა, კეთება - ადვილია, ცოდვით ცხოვრებაა ძნელი და ბნელი. მეგობრების დაკარგვა - ადვილია, შენარჩუნებაა საკმაოდ რთული. გულმა გონება მართოს - ადვილია, ძნელია, გონებით მომართო გული. ტკივილის მიყენება - ადვილია, სიხარულის მინიჭებაა ძნელი. ჭრილობების განკურნვა - ადვილია, დავიწყება არის შეუძლებელი. წაქცეულის ჩაწიხლვა - ადვილია, სიკეთის ხელის გამართვაა ძნელი. ღალატი, ხომ ყველაზე ადვილია, უერთგულესი ცხოვრებაა ძნელი. შეცდომების დაშვების გზა ხსნილია, გამოსწორების გზაა ჩახერგილი. გულწრფელ, უსპეტაკეს გრძნობასთან გვერდით, ბოროტებაა მუდამ ჩანერგილი. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი