სიტყვის გამტეხს და სინდის დაცლილებს


მე ავიტანე იმ ღამეს,
დამცირება და ტკივილი.
იმისთვის, ბეჩავთ ჰქონოდათ
სიცილი, ჟივილ - ხივილი. 

სამაგიეროდ მივიღე,
სისხლში შხამი და ნაღველი.
ჭიები ხორცს შეესივნენ,
გულის და სულის მტანჯველი.

ვზივარ ოთახში სულ მარტო,
გულგაგმირული, სნეული.
ჯავრი მკლავს, რისთვის ვიქეცი
თავს მანდილჩამოხეული!

ვის რა ვუთხრა, რა შევჩივლო,
ჩემებმა ფეხქვეშ გამთელეს.
ამ ცხოვრებაში ვერ ვხედავ,
ამ ტკივილს რა გაამრთელებს.

პატიებას გთხოვთ, შვილებო
თქვენს დროს ბევრჯერ სხვებს ვუთმობდი.
მეგონა, სიკეთეს ვთესდი,
თურმე ბრიყვულად ვცხოვრობდი.

ერთს კი - ნამდვილად გპირდებით, 
გულით, გონებით ვიცვლები.
სულ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრებ,
სულ სხვა მიხეილი ვიქნები.

მიხეილ   ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი