სიყვარული არასოდეს მთავრდება
(ვუძღვნი მათე ხიმშიაშვილს. ჩემს "ბაბუკის" 2 ოქტომბერს აქვს დაბადების დღე) სიყვარულია წუთისოფლის მმართველი ძალა, უფლის წყალობაა მუდმივ ფიქრებში დაღლილი. სიყვარულია, ანგელოზთა მალული ცრემლი, გრძნობის წვეთებად მიწიერთა გულში ჩაღვრილი. “სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე,” მარადისი სიცოცხლეა დედაბუნებაში. სიყვარულია, სამყაროში ცხოვრების ცოდნა, გულისთქმით იმპულსია სულის უკვდავებაში. სიყვარულია სიზმრების ნათელი სიცხადე, ფერთა პოეზიაა ჰაერში გაფანტული. სიყვარულია, გაშლილი სამოთხის პროექტი, უფერულ ზეცაზე ცისარტყელად მოხატული. სიყვარულია ცნობიერის მდგომარეობა, წმინდა ლოცვები, სულიერი ბედნიერება. სიყვარულია მიღწეული სრულყოფილება, გონებით მართვა, ჭეშმარიტი მადლიერება. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი