სიყვარულს არ აქვს წარსული დრო


მტანჯველმა ცხოვრებამ თავგზა ამირია,
შიში და შფოთვა წუხილში  აირია. 
გრძნობათა სიჭარბემ სული ამიმღვრია,
ძალუმმა სუნთქვამ სიმშვიდე  დამირღვია.

სინდილიანს სისხლი ძარღვებში გამიშრა,
სიკვდილმა მომისწრო, ბრიფინგი  ჩანიშნა.
თვალებში მზის სითბო,  სინათლე გამიქრა 
და გულში სიცოცხლის ლამპარი ჩამიქრა.

უეცრად ჩემს თვალწინ ფარდა აიშალა,
სულში მომავლის ნათელი გაიშალა.
ბნელი კედლები დაინგრა, დაიშალა,
სიკვდილი გაქრა, ბრიფინგი ჩაიშალა.

ადამიანო, მომძახა სიხარულმა,
არასოდეს იარო  გულდახაშმულმა.
გადაგარჩინა სხეულში ჩაქარგულმა,
მომავლის იმედის რწმენამ, სიყვარულმა.

გახსოვდეს: აზრებში გული არ ბერდება,
უზომო ტკივილი სულში არ ნელდება.
და რადგან სიცოცხლე  შვილებში გრძელდება,
ბურუსი სიყვარულს ვერ გადაეკვრება.

მიხეილ ჯაყელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი