შენს წინ დაჩოქილი


მოვალ!
აგიხსნი ამდენი ხნის გულში დამალულ და
გრძნობის ცეცხლში გამოწრთობილ უანგარო სიყვარულს.
მოგიყვები...
ფარულ სიზმრებში როგორ მანიჭებდი,
ცრემლებში უშენოდ მარტოს ჩაძინებულს სიხარულს.


ვიცი!
გაიკვირვებ და თვალებით უთქმელად მეტყვი:
როგორ ვუძლებდი ამდენ იდუმალ გრძნობა-ტკივილებს.
მაშინ...
მეცხრე ცაზე ასული, შენს წინ დაჩოქილი 
გაჩუქებ ალუბლების ბაღში დაკრეფილ  ყვავილებს. 


მერე......
მიყვახარო,  რვა ხმაში ხმამაღლა ვიყვირებ,
ღმერთსაც კი დაურღვევ ზეცაში იდუმალ  სიჩუმეს.
და ბოლოს..
ხელს-ხელში ჩაგკიდებ და გულწრფელად გეტყვი:
ჩემი ხარ, ჩემს გარდა სიცოცხლეს ვერავინ გაჩუქებს.


	მიხეილ ჯაყელი

P.S. ეს ლექსი, რომ დავწერე, მაშინ მერვე კლასში ვსწავლობდი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი