შვილი რწმენით აღვზარდოთ
(ეძღვნება დავით სარალიძეს და ლევან დათუნაშვილის ხსოვნას და უფლისკენ სავალ გზაზე ჩვენს მიერ ჩადენილ შეცდომებს) **************************************************************** ტრაგედიამ შესძრა მთელი ქვეყანა, გულდამწვარი მამა გოდებს, გაჰკივის. ლეკერტიან ცრემლში მცურავი დედა სისხლდაწრეტილ შვილს საფლავზე დასტირის. ტკივილი სულში მძიმედ ჩაგვეღვენთა, ვინ ვიტიროთ? მკვლელები თუ მოკლულნი? განა ვიტყვით რომელიმე ჩვენგანი ამ ბიჭებზე, რომ არ იყვნენ მორჩილნი? ვაღიაროთ, ყველამ რაღაც შევცოდეთ, ჩვენი ხელით დავაობლეთ ქვეყანა. გზა დავსახოთ მომავლისკენ ნათელი, ვის უშველა ცხარე ცრემლის დენამა. სიკეთით და სულგრძელობით ვიცხოვროთ, ჩავიხედოთ ჩაბნელებულ სულებში. უფლის გზაზე შვილი რწმენით აღვზარდოთ, სიყვარული ჩაუთესოთ გულებში. მიხეილ ჯაყელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი