გორგალი სულისა...
რადა გაქვს ძალა კაცთა ტანჯვის და შეგრძნება საუკუნო ცეცხლის? ხანაც ქრები, ხანაც ჩნდები და აღვივებ გულს, სასოებით მეტყველის. რადა გაქვს ძალა კაცთა ტანჯვის ან შეგრძნება მედგარი, საუკუნო ცეცხლის? აბრუნვი სამყაროს, უსაზღვროდ მოცულს და აღელვებ სულს განწირულ მერნის. რადა გაქვს ძალა კაცთა ტანჯვის და შეგრძნება წუთისოფლის სააჯო ცეცხლის? გარეთ მშვიდის, შიგნით ბინდის, მმუსვრელის და უდიერის. რადა გაქვს სურვილი კაცთა ტანჯვის და ძალი მაღალი, ღვთიური გრძნობის? მოედინები ვითა წყარო გაბაონის და წამ აჩვენებ სამყაროს, ხედვით საკვირველის. ვგმობ სიცრუეს, სულის მხუთავის ვით ტარიელ სოფელსა მუხთალის, მჯერა ძის, ზენაარ ცის, გრძნობის ,დროჟამ თვალწარმტაცის! ... რადა გაქვს ძალა იდუმალ შფოთის ან სიხარული წამიერ შეგრძნობის?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი