ქეთევან დედოფლის ხსოვნას


სამშობლოს ძღვენი უფლისა,
გონებას-საჭვრეტელისა,
სულსა-სავანეს გულისა,
სახყოფს წილხვედრსა მთავარსა, კაშკაშა  ივერიისა,
ხორცი-მწირთშემოსვისა,
მზრდელო, წინაპრეულით მეფისა,
რაი მოიწია თავსა შენისა,
ნუთუ ღირსყავ მსხვერპლით ერი განწირულისა?
საქმენი მსგავსი მათისა,
ვინც უფალყვეს ერი ქართლისა
შენ შეჰქმენ სიცოცხლე ხალხისა
წამებულ იტყოდი სიბრძნესა:
შეუნდევ უმეცართ ცოდვათა სულებსა,
შენ აღანთე კერა სჯულრწმენისა, 
ზიარულქმენი ჭეშმარიტ-სანათლო ივერთა გონისა,
შენ გღაღადებენ ყოვლისა,
წმიდაო ქეთევან ტანჯვისა!

მიხეილ მშვიდობაძე
2025/03/10

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი