ჟამი მწუხრისა
მართლაც ჟამია მწუხრისა, სადაც მაღალი უფლისა , გაქრა რწმენაი ხალხისა, სადაც კი ოლიგარქია, ვერცხლითა მიითვლის შვებასა. მავანნი ისევ ლამობენ, დასწიონ ქართული ხმალია, სადღაც ბნელის კუნჭულში, მიაგდონ ქართული გვარია. ქრისტეს სახელით მოქმედნი, ძეძვის ეკალთა მომდებნი, ილტვიან მიისწრაფიან, სადაც ბნელია ქოლგებით, სადაც თავს შეიფარვიან, ძვირისმოქმედი მონები. მოკეთეს დასავლეთითაც მოჰკვეთეს, კულტურის ფესვთა პოლიფონია, და ლომებრ თამამად სწადიან, ციმბირის ოლიგოპოლიას. ამ დროს კი ერი ქართული, დარჩა წარსულის ხსენებას, ავიწყდება კი რომ, აწმყოთი უნდა შენება, მკვიდრნი ამ სოფლისანი, ლურჯად რომ ციმციმებს წამება, საშოვარს გადაგებულნი, მას მისჩერიან თავნებად, ლურჯად მოციმციმე კი მოითხოვს, გავკიდოთ ჩრდილოეთით ალმებად, ღირსება-პიროვნულობა, ცრუძმობის გასასაღებლად. მაგრამ,არსებითია მხოლოდღა, წინაპრისეული კერია, რომ: ”ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი