ნათელი სიბნელე
ნათელი სიბნელე
უკუნით სიბნელე დაცემის დღიდან,
აქ მხოლოდღა ისმის გოდება შვილის,
შეუნდე მას ცოდვა მრავლის,
თუნდ იცის, თუ რასაცა სჩადის,
თუნდ იცოდეს, რომ ტკბილია თავიდან
და მწარდება, რაც კი სვლაა დროის,
მაგრამ უმზერს შვილს სატანა გულის,
და მსწრაფლ ახვევს მას გუდაში გლოვის,
სინანული ერწყმის მას მცნების ძირიდან
და უმზადებს ადგილს ნაგავთა შორის.
უკუნით სიბნელე დაცემის დღიდან,
აქ მხოლოდღა ისმის გოდება შვილის,
გაანათე, იესო, გზა, მაინც იმის,
ვინაც კი მოვლის უკუნითს სამგზის,
ვინაც კი ჰპოოს ნათელი ალმის,
და კვალ ვარდება უცნობ ქარაფიდან.
იხეტიალებს ძირში ქარაფის,
ამაოდ იქნება იმედი შვილის,
იმედი, ლუკმა შავი ყორნის,
და სული, უქმად ბოროტთან მჯდომის,
გარდაარსდება იგი კვლავ კაცთა შორის,
ძე-ღვთისაში, შეცნობის დღიდან…
მ.მ 5/09/2026 წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი