ავი და კარგი


პირველ რიგში,მსურს მოგილოცოთ თითოეულ ქართველსა და არა მარტო ქართველს ფაშიზმზე გამარჯვების საერთაშორისო დღე,რომელსაც ხშირად ევროპის გამარჯვების დღედაც მოიხსენიებენ ცენტრალური ევროპისა თუ ანგლოსაქსური კულტურის ქვეყნებში.
  მოცემული იდეოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლო იერიშებით გამოწვეული საყოველთაო ზიანი არა მარტო საქართველოს,არამედ მსოფლიოს მასშტაბური ნაწილისათვის ძლიერ მტკივნეულია ადამიანური რესურსისა თუ ქვეყნისათვის საჭირო კაპიტალის მოშლის გამო,მაგრამ შედარებითი ობიექტურობის საფუძველზე,მსურს ყურადღების მეტად გამახვილება საქართველოს როლსა და შედეგებზე ამ ვითარებაში,კერძოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთ-ერთი ლეტალური დარტყმა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურმა რეალობამ მიიღო:
1)ისტორიული წყაროები იუწყებიან 700,000 ქართველი ქმედუნარიანი მებრძოლის გაღებულ მსხვერპლზე;
2)ზემოხსენებული რაოდენობის მიხედვით,ნათელია,რომ ამ მოვლენამ საბჭოთა კავშირში,მათ შორის საქართველოში,მწვავე ეკონომიკური სტაგნაცია და კომუნისტური იდეოლოგიით ნაკარნახევი კოლექტიური შრომის მეურნეობებსაც შეუფერხა წარმოებაუნარიანობა მშრომელ მამაკაცთა კლასის დაკარგვის გამო;
3)საკმაოდ დამანგრეველი ეფექტი იქონია მაშინდელი ქართული მოსახლეობის შობადობის მაჩვენებელზე და შესაძლოა მრავალი მაგალითის მოყვანა საქართველოს როლზე ამ პროცესში და მის ეფექტზე ქვეყნის საერთო განვითარების კონტექსტზე.მაგრამ დასაფიქრებელია მხოლოდ ერთი რამ-ფაქტი იმისა,თუ რამდენად დიდ სენტიმენტალურ გავლენას ინარჩუნებს ასეთი სახის საერთაშორისო აღნიშვნის დღეები ქართველი ერის დიდ ნაწილზე,რასაც გარეშე მტერი ,ცხადად თუ ფარულად, საკუთარი პოლიტიკური ინტერესის გასატარებლად საკმაოდ ეფექტურად იყენებს.ამ ეფექტს შეიძლება ეწოდოს საკმაოდ ცნობილი ნაწარმოებიდან            ”კაცია-ადამიანი?!“ მოყვანილი “მკითხავის ეფექტი”,როდესაც თათქარიძეების ოჯახს მკითხავი, ანუ ე.წ “მჩხიბავი” ,შვილის ყოლის შესახებ დახმარებისა და ხერხების გაზიარების მიზნით სტუმრობს და ცდილობს საკუთარი ოსტატობით ცოლ-ქმარს,დარეჯანსა და ლუარსაბს, რეალობის ჭეშმარიტად აღქმის უნარი გამოაცალოს ხელიდან და საკუთარი ფანდებით გააცუროს ისინი.
  სწორედ, პარალელის გავლებაა შესაძლებელი პუტინის დღევანდელი განცხადებიდან,რომლითაც იგი ქართველებს დიდი ”სიყვარულით” უსურვებს წინსვლასა და განვითარებას 9 მაისის მისალოც მონოლოგში.ამ ზედოზირებულ სენტიმენტზე დამოკიდებული საზოგადოების მერყევი ფენა ცდილობს ამ დროს ვითარების პრაგმატულად შეფასებისა და მოვლენების კატეგორიზაციის პრევენცირებას და მხოლოდ ფარატინა სიტყვების საფეხურზე დაჰყავთ ქვეყნის სამომავლო ბედი,რაც შემდგომში არჩევნებზე არასწორი ნების გამოვლენაზე აისახება კიდეც.
არა მხოლოდ დღევანდელი მაგალითი,არამედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის წინარე პერიოდის განმავლობაშიც,მსგავსი სახის სენტიმენტალური ზეგავლენა საქართველო-რუსეთის ერთმორწმუნეობასა და მოძმე ერის კონცეპტის შესახებ ჭარბობდა იმდროინდელ ქართულ სინამდვილეში და დღესაც დიდ აქტუალურობას ინარჩუნებს.
  ამით მსურს ქართველთა ზოგადი ემოციური ფონის ხაზგასმა საჭირბორტო საკითხებთან მიმართებაში.სწორედ,ყველაზე დიდი ბოროტება,ზოგიერთ შემთხვევაში,შესაძლოა იყოს შეფარული შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევ სიკეთეში,მაშასადამე,აუცილებელია ამ საკითხის საზოგადოების ყველა დონეზე გამიჯვნა და წინაპართა ღვაწლის მოგონება მუდამჟამ.9 მაისთან დაკავშირებულ აქტივობაში,შესაძლოა ,ნებსით თუ უნებლიედ, 700,000 ქართველიდან ნაწილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კეთილდღეობისთვის იბრძოდა,მაგრამ მცირე,ყველაზე ძლიერი ნაწილი,სწორედ მომავალი,დამოუკიდებელი საქართველოს ჩანაფიქრითა და ამ ჩანაფიქრის რეალიზაციის მოტივით მიდიოდა ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად,რადგან ზოგჯერ მიზანი მართლაც ამართლებს საშუალებას.ამიტომ საჭიროა ამ მოცემულობაზე სხვადასხვაგვარი მსჯელობა და წინაპართა საქმის ხსენება სწორი მიმართულებით, და არა რუსეთთან ინკორპორირებული დიადი გამარჯვების აღნიშვნის კუთხით.

  საბოლოოდ,დავეთანხმები ცნობილი ფილოსოფოსის მოსაზრებას,ფრიდრიხ ნიცშეს იმის შესახებ,რომ მორალი შეიძლება რელატიური იყოს თითოეული ადამიანისთვის,მაგრამ მტრის მოყვარედ გამოჩენა თანამემამულეების წინაშე ფარულად,ობიექტურად ცუდია საკუთარი შინაარსით და ემოციური მანიპულირების ხერხის გამოყენებით. ამიტომ აღარ არის დრო სირაქლემას პოზიციაში ყოფნისა და საჭიროა პატრიოტიზმით გაკვალულ იქნას სამომავლო გზა,რათა არ დაიკარგოს ღირებულებათა კატეგორიაში რამდენიმე ძვირფასი რამ-სამშობლო,თავისუფლება და რწმენა მომავლისა!
საქართველო#პუბლიცისტიკა#ესსეისტორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი