სიზიფე მთაზე
ყოველდღე ასე, დაღმართზე, ცაზე, ვცდილობ ვიცხოვრო, სიცოცხლე ვყვარო, და მაღლა მთაზე, სულის გარიჟრაჟზე, ვემხობი ცხვირით, ვგორდები მიწაზე. ყოველდღე ასე, მივყვები აღმართს და ვცდილობ ავხსნა, სიცოცხლე მწარე, კვლავ ისევ ჭირი, მიგუდავს აზრებს, მე ვეღარ ვტირი და ვწვები ტახტზე. ყოველდღე ასე, მინდვრები გზაზე, მატყუებს ისევ და ვცდილობ გავყვე, ჭაობი მითრევს და ვუბრუნდები დარდებს. ყოველდღე ასე, მე ვტოვებ ქვაბულს და საფრთხეს ვუქმნი, მოსყიდულ საკურთხს, პოლიტიკაში ღორები გვმონებს, ფიქრებს აკნინებს, მონებს გვწოდებს, ამიტომ ვიცი რომ შეგვიწირავს, ჩვენ ახლო ფრენა მზის სხივთან. ყოველდღე ასე, მე ვზივარ სახლში, ქალაქში, რომელსაც არ ვუწოდებ გეტოს, სროლის ხმა ისმის და ისევ ვვეჭვობ, ვიღაც უსიტყვოდ კვდება და შველას ითხოვს. ყოველდღე ასე, სირენებს ვუსმენ, შავ-თეთრს მე ვხედავ, ფერებს რომ ხეთქავს, სიტყვები მსერავს და მელანდები, სიმშვიდე მხედავს და მენატრები. ყოველდღე ასე, ეს ხედვა მახრჩობს, მოველი ამბოხს, რევოლუციას ვხარობ, ცხოვრება გვთელავს, როგორც სიზიფეს, ჩვენც გვიგორდება, კლდიდან ისევ. ყოველდღე ასე, ვუყურებთ ზეცას და მივუყვებით გზას აღმართის, მე როცა მჯერა, ცხოვრება მჭედავს, როგორც სიზიფეს ლოდი მაღალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი