მტვერი მზის სხივზე
გავრბივარ! ცხოვრების ხმაზე, როცა ჩამესმის ყველას სიმღერა, თუ როგორ ჭირს აქ ისევ რამე, და როგორ უხარია ყველას თან გადარჩენა. გავრბივარ! და ვატყობ ვბერდები, ან მეშინია რომ უბრალოდ ვაფრენ, რომ ამდენი წლები არავის ვიცნობ, და ამდენი წელი სულ მარტო ვტარებ. რომ კვლავ ვიხსენებ სახეებს, სულ ყველას ერთად, და ვატყობ არავინ მახსოვს ზუსტად, თუ როგორი იყო ახლა იმ წამზე! და მეშინია... მე ხომ მავიწყდება ყველა... და ყველას ვავიწყდები ასე... მე ხომ არ ვვარსებობ ეხლა... და მაინც ყველა არსებობს აქვე... რომ მერევა ენა! მეშლება... მავიწყდება! მავიწყდება ყველა! მავიწყდება... მავიწყდება, თუ როგორი იყო თქვენთან, ცხოვრება სოფლის სახლზე! მავიწყდება, როგორი იყო თქვენთან, შეხვედრა სკოლის გზაზე! მავიწყდება, როგორი იყო თქვენთან, მეტყველება სავსე მთვარიან ცაზე! მავიწყდება, როგორი იყო თქვენთან, შეყვარება სიცოცხლით სავსე! მე მავიწყდება, და ვატყობ როგორ ვბერდები, რომ არაფერი მიკეთებია და ვერაფრით შეგედრებით... რომ მეშინია... რომ მხოლოდ ერთი ციცქნა მტვერი ვარ, მზის სხივში როგორ ვეშვები ნელა ჯერ სიცოცხლით აღსავსე, ბოლოს კი ვუერთდები ალბათ ყველას, და ყველაფერი გრძელდება მასე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი