წვიმა ჩემს კანზე
ჩემს თავს ვეკითხები, ვინ ვარ? არა მხოლოდ დღეს, ან ამ ღამეს, ამ სეზონზე, აქ ნაკლებს, არამედ მაინტერესებს ვინ ვარ მუდამ, ერთ ხაზზე, დავიწყებული, თუ შენახული ვიღაცის მკლავებს, რადგან ვერ ვხვდები ვინ ვარ წვიმიან ცაზე, როცა ჩემი გრძელი მოსაცმელი იჟღინთება წვირიანი წყლითა და სიმთვრალეში დაქცეული ალკოჰოლით, თუ ნელ-ნელა ეს როგორ აღწევს და ჩემს კანზე მაჯავრებს, როცა მაფიქრებს, თუ ვინ ვარ ყოველთვის, დაშავებული ხეების ხმაზე, თუ როგორ ტირიან ერთად, როდესაც კიდევ ერთ ფურცელს ვაფუჭებ ჩემი ნაჯღაბნით უსულო ტანზე, როცა არ ვიცი მე ვინ ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი