აქ, ახლა
აქ ვარ, მთელი არსებით აქ ვვარსებობ, მთელი წარსულით, მთელი მომავლით, მთელი აწყმოთი აქ ვარ, და ვუყურებ სამყაროს, ვხედავ მოვლენებს, ვხედავ მას სანდოს და ამ სიმყუდროვეს ვამძაფრებ, აქ ვაზვიადებ სიტყვებს, წვიმიან საზრდოს, ცოდვილთა სიზმრებს, კოშმარებს საგრძნობს, რომ რაღაც მისწრებს, ვერ ვასწრებ სიტყვას ამდროს, მთავრდება ბინდზე, ბოლო მოსდის ამ ამბოხს. ახლოს, მახსოვხარ სულ ახლოს, თუ როგორ ჩამკიდე ხელი, მახსოვს, აქ ეგ გრძნობა მათბობს, თუ როგორ მაჩუქე წლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი