აიანამის ბლუზი


ნეტავ შენს სიზმრებს
თუ ვსტუმრობ ხოლმე,
როგორც შენ გჩვევია
ჩემთვის მთელი ცხოვრება,
ნეტავ თუ ვჩნდები როგორც მფრინველი,
ბინას ვიმკვიდრებ ახლოს მგოსნებთან,
შენ კი უჩინარდები, როგორც ზაფხული
და მთელი წლები დაგიხსოვე აქ,
როცა მაჩუქე ჯიბის წიგნაკი,
შენზე წერისას რომ განადგურდა,
იქნებ ყოფილიყავი ვიღაც ახლო,
დარჩებოდი ჩემთან მახლობლად,
გამოგიტანდი ჩაის, გაჩუქებდი ყვავილებს,
უსასრულობას ვიყოფთ გრძნობებად,
რომ შევხედავდით ერთად ნახატებს,
მოვუსმენდით გრძნობებს ალბომებად,
გავიკვირვებდით უძრავ ნაცნობებს
და გავქვრებოდით კოსმოსში უცვლელად.

გახსოვს ის ყველაფერი,
რაც ადრე გადიოდა ტელევიზორში?
მაგდროს არ გიცნობდი,
მაგრამ თითქოს ეგ გვაკავშირებდა ერთ სულად,
აი ის, აიანამის ბლუზი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი