რაც ადრე ვიცოდი, უცხოა ჩემთვის


შენს ნაოჭიან, დამჭკნარ ხელებს,
არ ვუყურებდი როცა გსტუმრობდი,
თვალს ვარიდებდი გამხმარ ბალახებს
და დამპალ ხეებს გვერდს უჩუმრად ვუვლიდი,

შენს შორეულ მზერას, თითქმის ას წელზე,
არ ვუფიქრდებოდი როგორც ას ზაფხულს,
ვერ ვიაზრებდი შენს ნათქვამს ჩემზე,
რომ ეს ცხოვრება არასდროს კმარობს,

შენს სიჩუმეში ნაკეთებ საქმეს,
გულით ვერასდროს ვწვდებოდი ასე,
როგორ უძლებდი ამდენი ხანი,
რატომ ათევდი ამდენ ღამეებს,

შენს გაკეთებულ საჭმელს რომ ვჭამდი,
ყოველი დღე გარბოდა სწრაფად,
ვერ ვიფიქრებდი რომ შენი აქ ყოფნა
დამთავრდებოდა მარტოდ, შორს, სხვაგან.

რაც ადრე ვიცოდი, ახლა უცხოა ჩემთვის,
შენი დამჭკნარი ხელები, სახე,
რაც გამოვიარე იქ დარჩა წლებში,
შენი არსება მარტოსულ გზაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი