მშვიდი ზღვის პირას


ნაპირზე ვზივარ,
მშვიდი ზღვის პირას
და ვაკვირდები ჩემს გავლილ წამებს,
თუ როგორ ცივა,
თუ როგორ მსჯის თან,
ყველაფერი რაც გააკეთა ძველმა მემ.

ნაპირზე ვზივარ,
ზურგით ზღვისაკენ
და ვაკვირდები მოძრავ ერს,
თუ შფოთვა მკნინავს,
თუ როგორ მძირავს,
რომ ჩემი არსება ყოველდღე უაზროდ თვლემს.

მშვიდია ზღვა
და მშვიდად მოდის ჩემსკენ
ფარული ნაღმებით სავსე ტალღები,

მშვიდია ცა
და ჩუმად დაფრინავენ ისევ,
ბომბით სავსე თვითფრინავები,

მე ისევ აქ ვარ, არაფერს ვშვები,
ჩუმად ვუყურებ, რომ ისევ ვვარდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი