კარგვა
ერთმანეთზე დალაგებულ ტრაგედიების დაზგას გავს წამი, რომელიც თვალს მიხელს და მეუბნება, დანაკარგია ამდენი ყოყმანი.. ადამიანობის დასასრულსა და ტრანსჰუმანიზმის დასაწყისში რომ იხატება ახალი ერი, ეპოქა მოდის მცენარეების, სოკო დაგვიპყრობს ერთი შეხედვით. მე კი ამ მომენტში მხოლოდ დანაკარგზე მეფიქრება.. მეკარგება საუბრები თქვენთან უაზროდ მოღრუბლულ ფონზე, ვკარგავ სიტყვებს, რაც მავსებდა, უსაფუძლობის გონზე და მეკარგება დრო.. დღეები აღარ გარბის.. უბრალოდ იკარგება და აღარ ვიცი რა მაწუხებს, თუ ახლის შექმნა რატომ არ მანიჭებს ნეტარებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი